l'equipe: გადაწყდა - მიქაუტაძეს "მონაკო" შეიძენს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "მეცს" დაემშვიდობა და კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს.

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მისი სამსახურით ბევრი კლუბი დაინტერესდა, განსაკუთრებით, ფრანგულები აქტიურობდნენ და ფეხბურთელმა საბოლოოდ არჩევანი "მონაკოზე" გააკეთა.

"მონაკო" ქართველი შემტევის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს გადაიხდის. "მონაკო" ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

თუმცა გიორგიმ "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ თავის მომავალზე ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია და როდესაც ეს მოხდება, ყველას სიამოვნებით გვაცნობებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ძალიან მაგარია! წარმატებები. თან ლიგაზეც იქნება
gionat
00:25 12-06-2024
1
მონაკო ყველანაირად ჯობია აიაქსს. წარმატებები
სიმენონი
02:49 12-06-2024
0

სიახლეები პოპულარული