დიდი აჟიოტაჟი - საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში სავსე სტადიონზე ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს ფელბერტში ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო),
ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

nakrebi.ge

alt"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

altკობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

altCalcioMercato: ტალანტებით განებივრებული სანიოლი - რა აკლია საქართველოს ნაკრებს?

მკითხველის კომენტარები / 25 /
მამლუქები გაერთიანდნენ საქართველოსთვის❤️
გიორგი
01:13 14-06-2024
3
ნაპოლეონ უწიგნურს განმარტება ფაშიზმის

ფაშიზმი რასიზმსა და შოვინიზმზე დაფუძნებული ღია დიქტატურის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის მოსპობას, ბრუტალური რეაქციის რეჟიმის დამყარებას.

ეგ დავალება რომ ხშირად ქართველ ხალხსა ლგბტ და ნეოფაშისტები უძახო გასაგებია საიდანაც მოდის. ცოტა ადრე ბოლშევიკებს ეძახდით ოპოზიციას ახლა კი ყველა კრიტიკულად განწყობილ ახალგაზდას და ზდასრულ ადამიანს უწოდებთ ნეოფაშისტს. არადა ძალაუფლების უზურპირება და დემოკრატიის უგულვებელყოფა არა ახალგაზდებს არამეტ მთავრობას ბრალდება. ფაშისტები ქართველ ერს როგორ უნდა დაუძსხო შე რუსუ როცა ერთად ერთი ქვეყანაა აშშ-თან ერთად სადაც არასოდეს ყოფილა ანტისემიზმი რაც ძირითად იყო და არის ფაშიზმის მახასიათებელი სხვა ეთნოსის მიმართ ( ებრაელების მიმართ) ასეთი ტოლერანტული ქვეყანა შენი რუსეთი არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება. ლახავდნენ ებრაელების საფლავებს, ავიწროვებდნენ და ფიზიჯურად უსწორდებოდნენ სკინხედები აზიელებს და კავკასიელებს. ქართველებს დაერივნენ და პირუტყვებივით საბარგულში ჩასვეს თვითფრინავში ისე გამოყარეს, ქართველობის გულისათვის. ქუჩებში დასდევდნენ და სახლებში აკითხავდნენ ქართველობაზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად სამშობლოს ცნება მაინც არავის გაუუქმებია არც ლგბტ არც ფაშისტების და არც პატრიოტებისათვის და ამ შემთხვევაში ნაკრები ქვეყნისა წარმოადგენს ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილებს თუ უსამშობლოებს წარმოადგენენ შენს შემთხვევაში ეგ სხვა თემაა.

პ.ს. ზურა222-333-ს
ქართველებზე წერდნენ და ახლაც იძახიან რომ ლამაზი შესახედავი ერია და ეგ შენი სულის გამოძახილი შენი გარეგნობის ფერია.
G.LA
13:35 13-06-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული