გრაციანიმ განიხილა ის შესაძლო ტაქტიკა, რომელსაც "პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, გამოიყენებს.
"როგორც წესი, კონტე ხშირად 3-5-2 ტაქტიკას იყენებს ხოლმე. თუ ეს ასე ამჯერადაც მოხდება, ყველანაირ ლოგიკას გასცდება. რა მოხდება 3-4-2-1 ტაქტიკის შემთხვევაში? ის ხვიჩას გააფუჭებს. "კვარა" ნახევარდაცვაში ვერ ითამაშებს, რადგან გარემარბია და გუნდიდან უნდა წავიდეს.
ზოგჯერ ფეხბურთელს თავისუფლება უნდა მისცე, რომ ლაღად ითამაშოს და თავისი საუკეთესო უნარ-ჩვევები გამოავლინოს.
კონტემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კიეზას "იუვენტუსიდან" გაიფორმებს, ის და ხვიჩა მოედნის ცენტრში არ შემოწიოს, რადგან თუ მათ მსგავს ფეხბურთელებს ცენტრში თამაშს დაავალებ, უბრალოდ გააფუჭებ.
ალეგრის კიეზასთან დაკავშირებით ჩემთვის რომ მოესმინა, ფედერიკოს ტურინული კარიერა კრახით არ დასრულდებოდა.
როდესაც ანტონიო საწვრთნელ ბაზაზე ვნახე, დავუყვირე, რომ ხვიჩასთვის ხელი არ ეხლო. ქართველი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, დარწმუნებული ვარ, კონტე მისგან ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს.
ვიცი, რომ "ნაპოლის" ახალ მწვრთნელს დიდი მხარდაჭერა აქვს. ახლა მთავარია, დე ლაურენტისი მის საქმეში არ ჩაერიოს და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობები შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით თვე-ნახევარში ის და კონტე იჩხუბებენ. თუ ანტონიოსთან თანამშრომლობა გსურს, მას გარკვეული უფლებები უნდა მიანიჭო", - განაცხადა გრაციანიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ კონტე კვარაცხელიას ესაუბრა და ქართველი "ნაპოლიში" დარჩენაში დაარწმუნა.
შუღლს აღვივებთ
შუღლს აღვივებთ