"ვფიქრობ, კვარაცხელიას და ლუკმენის შედარება არასწორია. ერთი უფრო ფორვარდის სტილში თამაშობს, მეორე კი მარცხენა გარემარბია. ჩემი აზრით, ხვიჩა უფრო პერსპექტიულია. ადემოლაც მაგარი ბიჭია, ევროპალიგის ფინალში ჰეთ-თრიქის შესრულება მარტივი სულაც არ არის.
წელს "ატალანტა" "ნაპოლიზე" ყველა ასპექტში ბევრად უკეთესი იყო", - განაცხადა ლო მონაკომ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი
ლუკმენმა ბერგამოელთა მაისურით 45 მატჩში 17 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ