"ადემოლა მაგარი ბიჭია, არის თუ არა ხვიჩაზე პერსპექტიული"? - ლო მონაკომ ერთმანეთს ლუკმენი და კვარაცხელია შეადარა

AutoSharing Option
"ნოვარას" სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ერთმანეთს "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და "ატალანტას" შემტევი ადემოლა ლუკმენი შეადარა.

"ვფიქრობ, კვარაცხელიას და ლუკმენის შედარება არასწორია. ერთი უფრო ფორვარდის სტილში თამაშობს, მეორე კი მარცხენა გარემარბია. ჩემი აზრით, ხვიჩა უფრო პერსპექტიულია. ადემოლაც მაგარი ბიჭია, ევროპალიგის ფინალში ჰეთ-თრიქის შესრულება მარტივი სულაც არ არის.

წელს "ატალანტა" "ნაპოლიზე" ყველა ასპექტში ბევრად უკეთესი იყო", - განაცხადა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი
გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

ლუკმენმა ბერგამოელთა მაისურით 45 მატჩში 17 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altხვიჩა კვარაცხელია: 18 ივნისს ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს დავინახავთ და შევეცდებით, გავიმარჯვოთ

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაღაც,ვიღაც,რაღაცას იტყვის ხვიჩაზე და ჰარიქააა ეგრევე სტატიას აქვეყნებთ...ლუკმანი მართლა კარგი ფეხბურთელია,მაგრამ კვარასთან შედარება არ შეიძლებაა...კვარა კვარადონააა და ეს ტყუილად არ დაურქმევიათ..
ნაპოლის 30-40%ით უფრო კარგად რომ ეთამაშა ამ სეზონში,მერწმუნეთ ხვიჩას სტატისტიკა 100ჯერ მაგარი იქნებოდა..წარმატებებიიი ხვიჩასაც და სრულიად ჩვენს ყველა სპორტსმენს...წინ მაგარი თამაშები გველის ჩვენი ბიჭების შესრულებით..
ნიკა
15:06 14-06-2024
12
მერე ვისი ბრალია ნაპოლის რო ცუდი სეზონი ჰქონდა .პირველ რიგში ლიდერების ოსიმენის და კვარასი,რომელსაც კვარადონას აღარ ეძახიან.
ასეა ეს
17:10 14-06-2024
62

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული