"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
ძალიან დაბალი დონეაა!
!!
17 ივნისი 2024 09:52
3
"მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს"!!
გიორგი
17 ივნისი 2024 10:09
1
მორჩით ყბედობას. ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული. სწორად თქვა მამამისმა. ათასი ჯურის და წარმომავლობის ექსპერტები რომ გამოხტებით. როგორც გადაწყვეტს ხვიჩია ისე იქნება. არც ჯუღელი და არც მამასი . მითუმეტეს ექსპერტები არ გადიხართ სათამაშოდ, ხვიჩამ უნდა ითამაშოს და წეტილსაც ის დაუსვამს და არა ნაპოლი.
Gio
17 ივნისი 2024 13:18
4
ამ იმედის გადაცემაში მერამდენე დამაზიანებელი განცხადება უნდა გააკეთოთ?!ვერ გაიგეთ რო თქვენ თითოეულ განცხადებას თარგმნიან იტალიაში??კვარა აუკრძალე შენიანებს გადაცემებში სიარული და განცხადებების გაკეთება!!ესეც ოპოზიცია და ოპოზიციური არხებია?! ყველაფერს მას რომ აბრალებს თქვენი ოჯახი?!
..
17 ივნისი 2024 09:42
12
ჩვენ გვიდაო, რომ ახლა კომენტარები არ ვაკეთოთ ამაზე და ხვიჩას თავსატკუვარი არ გავუჩინოთ, რომ ევროპაზე იყოს კონცენტრირებულიო და ისეთი სულელური განცხადებები აკეთებს ტიპებმა, დე ლაურენტისი გამოეხმაურა. ასეთი ცეტი აგენტი მეორე არ ვიცი.
odala
17 ივნისი 2024 14:49
1
დიმა ობოლაძე,სხვა ნაკრების ფეხბურთელების მამები და მენეჯერები რატომ არ გისხედან გადაცემაში?!ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ახლა ამ ინტრიგების დრო იყო?!რატომ ახდენთ ზეწოლას ხვიჩაზე??დაასვენეთ ამ ოპოზიციურმა და სამთავრობო არხებმა ნაკრების ფეხბურთელები!!!!
საქართველო უპირველესად
17 ივნისი 2024 14:22
3
თავად ხვიჩა არ და ვერ იზამს,ვერც ჩვენ შევეგუებით,თორემ ესენი ღირსნი არიან იყოს ხვიჩა და როგორც უხდიან,ისეთივე ისე რა ფეხბურთი ითამაშოს...
გივი
17 ივნისი 2024 10:50
3
ჯუღელი არის გოიმი, წერტილი. ნაპოლი ლიგაზე არ არის და ბავშვს ერთი წელი უცდება, გვინდა რომ სხვა გუნდში გადავიდეს, ამას შეიძლება ფიქრობდე მაგრა იმედზე ამის ჩიფჩიფი არის დამაზიანებელი ფეხბურთელისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე რუბინიც არ ყოფილა მაგრამ ჯუღელის ნერვიულობა არ მახსოვს
ლაშა
17 ივნისი 2024 22:23
2
რავი ვახო სანაიაზე, რომ ბრაზდებოდით მთელი ოჯახი,ჯუღელი და მამაშენი ნაკლებს გიშავებენ
მთელი იტალიის მასშტაბით?!
*
17 ივნისი 2024 09:48
14
იმედზე,დიმა ობოლაძის გადაცემაში ილაპარაკეს ზვიჩაზე, მამამისმა და ჯუღელმა და მერამდენეთ შეუქმნეს პრობლემა კლუბში!!!
!!!
17 ივნისი 2024 13:10
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული