კვარაცხელიას და კიეზას თანაგუნდელობა რეალური გახდა - "იუვენტუსმა" ფედერიკო ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
ავტორიტეტული და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუვენტუსმა" გუნდის 26 წლის ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელი "ვეკია სინიორას" ახალი მწვრთნელის, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.

ტურინელები ამ პოზიციაზე "ატალანტადან" ასევე 26 წლის ნიდერლანდელის, ტეუნ კოპმეინერსის დამატებას აპირებენ.

რაც შეეხება კიეზას, მისი ხილვა "ნაპოლიში" მის ყოფილ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სურს და შესაძლოა, ფედერიკოც ხვიჩას თანაგუნდელი გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა, არ იჩქარო კონტრაქტის გახანგრძლივება. მაგ 5 მილიონზე 5-ჯერ მეტს მოგცემენ ახალ კლუბში 2027 წელს ერთგულების ბონუსის სახით, როც ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წახვალ. 1 წელში ADL აქეთ შეგეხვეწება!
Რაგბის ფანი
02:28 06-07-2024
2
Სავარაუდოდ, Კიეზა პოლიტანოს ჩაანაცვლებს.
Ზაზა
02:07 06-07-2024
0

სიახლეები პოპულარული