პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა - ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.

ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.

შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა "პარტენოპეი" დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 

თავად "ნაპოლი" ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. 

alt"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 29 /
ჩემი აზრით ჯუღელი მაგარი " ბიტი" ვინმეა.
მაგარ პენალებს ურტყამს.
მოვითმინოთ ცოტა
თენგო
08:52 18-06-2024
0
უკრაინის ომი რომ არა დღესაც რუსეთის გაყუნულ ყანაში შეიძლება ეგორებია ბურთი და ეს ხო ჯუღელმა შეუსრულა და გუნდი კი არა ჯერ აგენტი უნდა შეიცვალოს მგონია ხვიჩამ
Martali
01:30 18-06-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული