პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა - ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.

ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.

შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა "პარტენოპეი" დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 

თავად "ნაპოლი" ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. 

alt"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 29 /
ჩემი აზრით ჯუღელი მაგარი " ბიტი" ვინმეა.
მაგარ პენალებს ურტყამს.
მოვითმინოთ ცოტა
თენგო
18 ივნისი 2024 08:52
0
უკრაინის ომი რომ არა დღესაც რუსეთის გაყუნულ ყანაში შეიძლება ეგორებია ბურთი და ეს ხო ჯუღელმა შეუსრულა და გუნდი კი არა ჯერ აგენტი უნდა შეიცვალოს მგონია ხვიჩამ
Martali
18 ივნისი 2024 01:30
10
ისე აგიშენდა პატრონი, როგორ სიმართლეს ამბობ ,შენი არ ცოდნით
მამუკა
20 ივნისი 2024 12:42
0
სწორედ რუსეთიდან გაიქაჩა ხვიჩა და არა ბათუმიდან. რატომ აკნინებთ სიომინისა და სლუცკის როლს ხვიჩას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში?
ჟორა
18 ივნისი 2024 15:15
0
ფაქტი ის არის რომ ჯუღელმა დიდი შეცდომები დაუშვა. ელემენტარული, სად რა და როგორ თქვას ის ვერ გაუგია. მარტო ოსიმენის მიმართ განცხადებაში გამოჩნდა მისი უნარები. მარტო ის რომ ოჯახის მეგობარია საკმარისი არ არის.ხვიჩას პროფესიონალული აგენტი ჭირდება !
დავითი
17 ივნისი 2024 22:27
7
ისე წერს ზოგიერთი"გულსნთებული",რეალობაში კი ფეხბურთში ზერელედ ჩახედული ქომაგი,ნუ ვიჩქარებთო და ნაპოლი ამ ერთ წელიწადში,ბევრს მიახწევსო,თითქოს მათ სYავაზობდენ,9 მიიონ ევროს+ ბონუსები,წლიორად და არა კვარაცხელია ხვიჩას,ფეხბურთში კი ერთ წელიწადში კი არა ერთ დღეში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს საწინააღმდეგოდ დაგეგმილისა,როგორც ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც,ყველა სგეროში დასაქმებისა,მიზეზები გაუთვალისწინებელი ბლომადაა,ტრამვებით დაწყებული,ჯუღელმა რომ ვერ გაართვა თავი კვარაცხელის ურთულესი კონტრაქტის დეტალებს,აწი გამოჩნდა,ეს სიღარიბის და დაუფასებლობის,ქართველთა ნიჭ-უნარები,ბრალია,ჩბენსავე მიერ და უპირველესად კი არაპროფესიონალიზმის ბრალია,ნიჭიერთა გარემყოფთა შორის,ცხელი გული ,ცივ გონების,საღად გათვლის გარეშე აფუყებს ნებისმიერ სიყვარულის სიძლიერეს.და ღმერთმა ჰქნას და საქრთველომ ევროზე გაიბრწყინოს,,ხვიჩასთან ერთად,ქართველ ფეხბურთელს ხელ ფეხი გაკრული ექნება 27წლამდე უძლიერესი შემოთავაზებების აღსრულებასთან ევრო ტოპ გუნდებიდან,თავისი საქმის მცოდნე დე ლაურენტისის მიზეზით,ფეხბურთში ჩახედულის და კინო ინდუსტრიაშიც მაგარი იყო,და მსოფლიოს უმაგრესი რეჟისორები,ვიტორიო დე სიკა და მიქელ ანჯეო ანტონიონიც და ვარსკვლავი იტალიელი კინომსახიობებიც მასთან ნაყოფიერად მუშაობით,წლობით,მასვე ახეირებდებ
მანჩესტერი
17 ივნისი 2024 19:18
1
ნუ ვიჩქარებთ. დიდი ხანია პსჟ-ზეა მითქმა-მოთქმა, მაგრამ უშუალოდ პარიზელებს პოზიცია, ოფიციალურად, ჯერ არსად გამოუთქვამთ.
ტაგუ
17 ივნისი 2024 17:44
7
წელს ნაპოლი მგონია რომ ძლიერი კლუბი იქნება,კონტეს ტყუილა არ მიიყვანდნენ. ხელფასს ალბათ მოუმატებს,ხოლო გაყიდვა არა მგონია დაუშვას ლავრენტამ! ამბიციური კლუბია ნაპოლი ამ ბოლო წლებში. ასე რომ არც ისე ცუდაა საქმე! თუ კვარა დარჩება არც მაგით დაშავდება რამე!
რერო
17 ივნისი 2024 17:24
14
მაგ ქვეყანას პატრონი არ ყავა ? ბატონყმობაა ?
Footbol
17 ივნისი 2024 17:17
0
რამხელა შეცდომა აქვს დაშვებული ჯუღელს გამოსასყიდი თანხა რომ არა აქვს ჩაწერილი კონტრაქტში, არა და ევროპისთვის იმ დროს სრულიად უცნობ ფეხბურთელში ნამდვილად სასწაულ გამოსასყიდს ნაპოლი არ ჩაწერდა და დღეს ორი ჯოკერი ხვიჩას ხელში იქნბოდა
მამუკა
17 ივნისი 2024 17:16
0
რა თქმა უნდა გუნდს აქვს უფლება არ გაყიდოს ფეხმურთელი კონტრაქტის ვადის გასვლამდე. ეს მხოლოდ მის ნებაზეა, რადგან კონტრაქტსი არ ჩაიწერა გამოსასყიდი თანხის ოდენობა, თუმცა ეს დიდ რისკს შეიცავს გუნდისთვის, რადგან თუ ახლა მას სთავაზობენ ვთქვათ 100 მილონს, რაც უფრო ცოტა დრო დარჩება სხვა თანაბარ პირობებში, კონტრაქტის ვადის დასრულების მოახლოებისას ფასი შემცირდება, რადგან მყიდველი დაელოდება კონტრაქტის ვადის გასვლას და საერთოდ ვერ მიიღებს თანხას გუნდი. ამიტომ ბიზნესის მთელი აზრი იმასია, რომ ფასის პიკზე გაყიდოს მოთამაშე.
გულშემატკივარი
17 ივნისი 2024 16:55
0
სპალეტისაც ჰქონდა კონტრაქტი ნაპოლისთან, მაგრამ წავიდა ისე, რომ კომპენსაციაც ვერ მიიღო აურელიომ.
რეალობა
17 ივნისი 2024 16:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული