ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.
10:00 19-06-2024
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ან ტაქტიკა შეცვალოს ან პოზიცია თორე სულ ამ დღეში ეყოლებათ, ფეხს არ გაანძრევინებენ. ემოციურად გატყდება თვითონაც, რწმენას დაკარგავს.
ყველას ეგ გვინდა რომ გაიბრწყინოს მაგრამ მეტია საჭირო. "ასე ვერ გავფრინდებით"
არ იმსახურებს ასეთ გაწირვას ეს ბიჭი არაა.
ხო ვერ ითამაშა გუშინ და შევაჯდეთ?
აქ გულდასაწყვეტი ისაა რომ უდმეტესი ნაწილი მისი ასეთი მლანძღველების,ის ხალხი ხართ ვინც ამ ბიჭებში და არამარტო,ყველაში მხოლოდ თქვენთვის სასიკეთო განცხადებების და მხარდამჭერს ეძებთ.
ალა ლუსულ კანონს!!!
სლავა უკრაინიიიი!!!
უჩას მოკითხვააა....
თითქოს ერთი-ორი თამაში ჩააგდო. ძალიან გაუგრძელდა რეგრესის პერიოდი.
ხო და ბოლოს, დიახ, ნამდვილად ძალიან დიდი ა რ ა რუსულ კანონს!!!