ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.
10:00 19-06-2024
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
1. ნაკლები ეგოიზმი - გასაგებია, გოლის გატანა გინდა, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელის არ "შემჩნევა" და ბურთის უაზრო თრევა თან რამდენჯერმე, ყველას თვალში არის უკლასობის ნიშანი. შენ კლასი არ გაკლია და ძალად რატომ ტოვებ ასეთ გრძნობას?
2. როცა ხედავ, რომ დრიბლინგი არ გამოგდის, ჯიუტად ერთი და იგივეს კეთება ასევე უკლასობის ნიშანია და არ უნდა დაგემართოს ასეთი რამ.
3. ფლანგის გაკონტროლება მარტო მცველის საქმე არაა და გუშინ შენი ფლანგზე დაცვაში მუშაობა იყო ძალიან დაბალი ინტენსივობის და დონის.
და ბოლოს, ასეთი დონის ტურნირებზე ჯერ გუნდზე უნდა იფიქრო და მერე საკუთარ პერფორმანსზე. მაშინ ყველაფერი გამოგივა.
ან ტაქტიკა შეცვალოს ან პოზიცია თორე სულ ამ დღეში ეყოლებათ, ფეხს არ გაანძრევინებენ. ემოციურად გატყდება თვითონაც, რწმენას დაკარგავს.
ყველას ეგ გვინდა რომ გაიბრწყინოს მაგრამ მეტია საჭირო. "ასე ვერ გავფრინდებით"