ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.

alt

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?
მკითხველის კომენტარები / 60 /
ვინც გუშინდელი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს უხეშად აკრიტიკებს, ის ან ფეხბურთში არ ერკვევა, ან ქართველი არ არის და ჩვენი გუნდის მშვენიერი თამაშის გამო დაიბოღმა.
რეალობა
12:17 19-06-2024
8
სჯობდა გეთამაშა ვიდრე გეფიქრა, ძალიან ფებრს ფიქრობ და გუშინ შენი თამაში ნოლი იყო. ფაქტიურად 10 კაცით ვითამაშეთ შენს გამო
გიორგი
10:07 19-06-2024
13

სიახლეები პოპულარული