"მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა, "აიაქსის" დონის ფორვარდი ნამდვილად არ არის" - "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტნებმა მიქაუტაძის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს

AutoSharing Option
გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველო თურქეთთან 1:3 დამარცხდა. 

"ჯვაროსნებიდან" ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ნიდერლანდების ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა და პიერ ვან ჰოიდონკმა "მეცის" ფორვარდის თამაში შეაფასეს.

"მიქაუტაძის გოლი? ეს შემთხვევითობა იყო, მჯერა, რომ "აიაქსის" დონის ფორვარდი არ არის. სამწუხაროა, რომ ჟორჟმა "აიაქსში" თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ამას საქართველოს ნაკრებსა და "მეცში" ახერხებს", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

განსხვავებით "აიაქსის" კაპიტნისა, ქართველის შესახებ დადებითად ისაუბრა
პიერ ვან ჰოიდონკმა.

"მიქაუტაძემ "მეცში" გატარებულ 6 თვეში 14 გოლის გატანა მოახერხა. ის ისეთი ცუდი არ არის, როგორც ნიდერლანდებში ამბობენ, ჟორჟს "აიაქსში" თავის პოზიციაზე საერთოდ არ ათამაშებდნენ. თურქეთთან მატჩშიც ბევრი რამის გაკეთება შეძლო და გოლის გატანაც მოახერხა, რაც ევროპირველობაზე ბრწყინვალე მიღწევაა", - განაცხადა ვან ჰოიდონკმა.

წყარო

alt"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ბედი მაქვსო, მიქაუტაძემ უნდა თქვას, რამდენი დაარტყა კარში, იმდენი გაიტანა "შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ"! ბედი უნდა ყველაფერს. ვინ იცის როგორ ირტყავს თავში ხელებს აიაქსი, მაგრამ, გვიანია თითზე კბენანი.
გულშემატკივარი
13:39 03-07-2024
0
ვან დერ გარშოკი.
G.LA
01:08 21-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული