სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:
"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".
კონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა
პირველ სეზონში,კვარაცხელია,კაშკაშა თავდამსხმელი იყო.მერე და მერე,ყველა ჩასჩიჩინებდა,დრიბლინგი კი არა,დაცვაში თამაში უნდა ისწავლო,მთელი ფლანგი დაფარო,კუნთები განივითარო,რომ ვერ დაგჩაგრონ.რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა ცდილობდა,კაშკაშა ფლანგის თავდამსხმელისაგან,ნახევარმცველი გამოეყვანა.დღეს უკვე ვხედავთ,რომ კუნთური მასა განივითარა და დრიბლინგების კეთებასაც მოუკლო.უკანაც ჩამოდის,მაგრამ როცა წინ გარბის დრიბლინგებში ვეღარ არის ისეთი წარმატებული.ისე არ მოხდეს,რომ ვარსკვლავი თავდამსხმელისაგან,საშუალო დონის ნახევარმცველი გამოგვიძერწონ.დე ლაურენტისისაგან ზეწოლა,მწვრთნელებისაგან ზეწოლა,გულშემატკივრებისაგან ზეწოლა.ბიჭი ალყაშია და ახრჩობენ.მეშინია არ გატყდეს,რადგან ერთხელ თუ ბზარი გაჩნდა,მისი გამთელება ძნელია და ჩვენივე ხელით და ენით არ მოვსპოთ ამ ბიჭის ტალანტი.ქართველების სენია,სულ მუდამ გმირის გამოჩენას ვნატრობთ,მაგრამ სადმე თუ გამოჩნდა,დავეხვევით ყველანი და სანამ სულს არ ამოვხდით,არ მოვეშვებით.მერე კი კვლავ მოთქმა გოდებას ვიწყებთ და უკვე დამარხულ გმირს მივტირით.