სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:
"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".
კონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა
ძალიან მტკივნეულია მისი ესეთი რეგრესი. ალბათ ვერ გაუძლო ამხელა ყურადღებას, მოლოდინს და "კვარადონას" წოდებას. იმის მერე რაც მილანთან ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი ვერ გაიტანა და რამოდენიმე თამაში ჩაააგდო, მგონი დაკომპლექსდა და შეიბოჭა. თუ ვერ დაძლია ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და ზემოთ დაწერილი უნარები არ გააუმჯობესა, დარჩება ერთი სეზონის მოვლენად.
გასულ თამაშში მოგერიებული ბურთისთვის რომ ებრძოლა 1ელი გოლი არ გავიდოდა. იმედია მიუთითებს სანიოლი ეგეთ რამეებზე.
და უნდა აუხსნან რომ მარადონა არ არის და დაეშვას მიწაზე.