"თუ შეცდომას დაუშვებ, დე ლაურენტისი გადაგყლაპავს - აგენტს გამოცდილება აკლია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Sportitalia-ს ჟურნალისტმა იოლანდა დე რიენცომ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ საკუთარი მოსაზრება Radio 1 Station-თან, პროგრამაში "საფეხბურთო კლუბი" გამოთქვა:

"მისცემს თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას წასვლის უფლებას? მე თავისი ნების საწინააღმდეგოდ არავის დავაბრკოლებდი და კლუბმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია საჭირო დროს ფეხბურთელების გაყიდვა. ამის მაგალითი კულიბალია. მანა მაროტას და ჯუნტოლის შემდეგ ყველაზე კარგი სპორტული დირექტორია.

აგენტი ჯუღელი უშვებს თუ არა შეცდომას კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხში? მას აშკარად არ ჰყოფნის გამოცდილება. საქართველო ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს საფეხბურთო სივრცეში კარგად ვითარდება, თუმცა საქმე ჯერ
კიდევ გარკვეულ დინამიკასთან აქვს, რომლის უფრო ღრმად შესწავლა მართებს. მის ადგილზე უფრო დიდ ყურადღებას განცხადებების გაკეთებას მივაქცევდი, რამეთუ დე ლაურენტისი ისაა - თუ შეცდომას დაუშვებ, გადაგყლაპავს.

ძალიან ცოტას შეუძლია ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტთან ხმის ამაღლება, რომ არაფერი ვთქვათ ამის მაშინ გაკეთებაზე, როდესაც ხელში რეალურად კონკრეტული წინადადება არ გაქვთ. მას ჯერ კონტრაქტის განახლება უნდა დაესრულებინა და შემდეგ წასულიყო ახალი გუნდის მოსაძებნად, რომელსაც გამოსასყიდი თანხის გადახდის საშუალება აქვს. ჩემი აზრით, ის სტრატეგიაში შეცდა.

ოთხშაბათს კონტეს პრეზენტაციაა. აკრედიტაციასთან დაკავშირებით უკვე პრობლემებია. ამის უკეთ ორგანიზება იყო აუცილებელი. ღონისძიებას ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ვერ დაესწრება და რამდენიმე თავისუფალი ადგილი იქნება. მე იქ ვიქნები, ვინაიდან ეროვნული ტელევიზიის წარმომადგენელი ვარ".

Calcionapoli-ს ცნობით, დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, ხვიჩას ხელშეკრულება მალე განაახლოს და სეზონურ გასამრჯელოდ კლუბისათვის მაქსიმალურად შესაძლებელი თანხა, 6 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ მიზნით მანა ჯუღელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯერ ერთი, კლუბის მენეჯმენტმა რიგი შეცდომები დაუშვა კვარასთან მიმართებაში და ამით თავიც შეირცხვინა, ცნობილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო ამბობს, სირცხვილია 130 მილიონს ითხოვდე ფეხბურთელში, რომელსაც 1,5 მილიობს უხდი.
ასე რომ ფეხბურთელს ვერ აიძულებ თამაშს.
მაგასაც ვერ ტვინავენ, რომ დავუშვათ შანტაჟით და ხელშეკრულების ფრიალით დაიტოვეს კვარა. როგორი გულით უნდა ითამაშოს ფეხბურთი?
ეს
15:06 03-07-2024
0
ვისაც ესმის ფეხბურთი და თვალყურს ადევნებს ჯუღელის დვიჟენიებს,ყველა თანხმდება,რომ ჯუღელი აშკარად სუსტი და გამოუცდელი აგენტია,ბულკია ლაურენტისისთვის.ვერ უქაჩავს ლაურენტისს.რაც გაყიდა ხვიჩა ნაპოლიში,ერთი ევროთიც ვერ გაუუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა.დაჟე ოსიმენის აგენტმაც კი მოუჯოკრა,10 მილიონამდე აწევინა ხელფასი,ჯუღელი კი 5 მილიონსაც ვერ ჩალიჩობს,მაგარი სლაბია,ჯერჯერობით ლაპარაკის მეტი არაფერი გაუკეთებია.მიხვდა ეს გოგოც ამას.
მირო
23:33 25-06-2024
0

სიახლეები პოპულარული