"ჯუღელმა თავდაპირველი მოთხოვნები შეცვალა" - Calcionapoli24 "კვარასა" და "ნაპოლის" მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლისთვის" ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება.

წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, "პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველს მისი პროექტის ფუნდამენტურ ნაწილად თვლის.

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, თუ აქამდე "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი მისი კლიენტისთვის ხელფასის სახით წელიწადში 4.5 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა, ახლა ეს რიცხვი 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

გამოცემა ირწმუნება, რომ ამ მოთხოვნას ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი ვიქტორ ოსიმენის ხელფასი გახლავთ, მოგეხსენებათ, ნიგერიელი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "პარი
სენ ჟერმენი" ქართველის დამატებითაა დაინტერესებული და "კვარას" 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ ულტიმატუმს აურელიო დე ლაურენტისი.

alt"რონალდოსთან შიშის გარეშე" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს

alt"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

alt"კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს? "იუვენტუსი" კიეზაში სიამოვნებით გაცვლიდა" - ბეციმ ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლავრენტა იმდენს იწუწკებს ამასობაში მოვა 2027 იც და წავა კვარა თავისუფლად .
რიო
15:03 25-06-2024
1
ამ მოლაპარაკებების ბრალია რომ კვარა თავის თავს აღარ გავს. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში, რომ ეს ყველაფერი არ მოქმქდებს ახალგაზრდა , წარმატებული კაცის ფსიქიკაზე. ცოტა ხანი დაეცადათ ამ მამაცხონებულებს დამთავრდებოდა ეს ევრო და მერე ევაჭრათ.
ანაგელი
14:32 25-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული