"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრეზენტაციაზე ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადება გააკეთა:
"მე შემიძლია დი ლორენცოს გავუგო, ცოტა ნაწყენი იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დონის მოთამაშეს ვერ შეველევით. იმედია, იტალიის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ დამშვიდდება.
"კვარა"? პრობლემა არ გვაქვს. არსებობს კონტრაქტი, ჯოვანი მანასთან, ხვიჩასთან და აგენტთან ერთად დავჯდები და ხელშეკრულების შეცვლას შევთავაზებ. თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის ილაპარაკოთ. დაუშვებელია წესის დარღვევა და ჩვენ გარეშე ჩვენს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოება (პსჟ იგულისხმა). 75
წლის ასაკში უკვე არაფერი არ მაკვირვებს. ვცდილობ, მუდამ კორექტული ვიყო. ასე მასწავლეს მშობლებმა".