დე ლაურენტისმა კონტეს პრეზენტაციაზე კვარაცხელიაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრეზენტაციაზე ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადება გააკეთა:

"მე შემიძლია დი ლორენცოს გავუგო, ცოტა ნაწყენი იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დონის მოთამაშეს ვერ შეველევით. იმედია, იტალიის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ დამშვიდდება.

"კვარა"? პრობლემა არ გვაქვს. არსებობს კონტრაქტი, ჯოვანი მანასთან, ხვიჩასთან და აგენტთან ერთად დავჯდები და ხელშეკრულების შეცვლას შევთავაზებ. თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის ილაპარაკოთ. დაუშვებელია წესის დარღვევა და ჩვენ გარეშე ჩვენს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოება (პსჟ იგულისხმა). 75
წლის ასაკში უკვე არაფერი არ მაკვირვებს. ვცდილობ, მუდამ კორექტული ვიყო. ასე მასწავლეს მშობლებმა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანიოლს მადლობის მეტი რა ეთქმის ჩვენსგან. რამ დაგბოღმათ და გაგაბოროტათ ასე?.. მაგ მწვრთნელმა გაგვიყვანა თავისი გადაწყვეტილებებით იმ ზღაპარში სადაც ახლა ვართ, რისთვისაც მადლობა და საერთოდ ძეგლი თუ არა მის საპატივცემულოდ ერთ ქუჩას დაერქვას მისი სახელი, ეგ იქნება სწორი და მადლიერების გამოხატვა, იმ ბედნიერი ისტორიული დღეთბისთვის რაც მარადისობად გვიქცია. დანარჩენს ისტორია გასცემს ღირსეულ პასუხს. Ხოლო ჩასაფრებაში მყოფ ვაი და უმადურ ქართველებს რომლებიც ოდითგანვე არ აკლდა საქართველოს, დრო ჩარეცხავს. ხოლო იმ ლამაზ ისტორიას რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს ვილი სანიოლს ხელმძღვანელობით ისტორია შეინახავს სამუდამოდ.
ირაკლი
22:23 26-06-2024
5
ფიფას წესებით კვარას შეუძლია კონტრაქტის დარღვევა. ამისთვის მოუწევს ჯარიმის გადახდა, რომელიც ტოლია არსებული კონტრატით მისაღებ თანხისა. ამას ემატება სპორტული სანქცია,თუ ნაპოლი მოითხოვს (ალბათ ასეც ინება).ოთხი თვე დისკვალიფიკაცია.დისკვალიფიკაცია არ შეეხხება ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ჩემპიონატს. რა სჯობს ხვიჩასთვის ამ სოვდაგართან კიდევ სამი წელი თუ ოთხი თვე დასვენება, თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
მირიან
19:31 26-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული