"მასზე გაბრაზებული ვარ" - გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".

გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.

"კვარაზე" ცოტათი გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ,
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

altნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

altდიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

მკითხველის კომენტარები / 44 /
ხვიჩუნა, თუ შეპირდი, უნდა შეასრულო კიდეც, სიტყვა სიტყვაა
ხათუნა
28 ივნისი 2024 21:59
3
ეს რა ბედნიერ დღეებს მოვესწარით ხალხო! რას წერს მსოფლიო პრესა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. გენაცვალეთ ლომებო! Ასახელეთ საქართველო!
ირაკლი
28 ივნისი 2024 17:43
0
გერმანიას რომ გააგდებს მეოთხედფინალში ის მაისურია შენს სახელზე, ელოდე.
გუგა
28 ივნისი 2024 20:18
1
დიდი ხანია ვერ ჩანდნენ, დადუმდნენ, საბაბს ეძებდნენ
კლავიატურის ლომები, ტვალეტის გველეშაპები
წამოიშალნენ ნთხევით-გესლის, ნაღველის, ბოღმის
რაშიც ხართ ჩემპიონები აქ ყველამ კარგად ვიცით!
ნიკა
28 ივნისი 2024 20:14
1
თითს ვხრი შემეშალა სიტყვა!
გმადლობ, განმანათლე დავით.
აწი დავუძახებ ტუალეტს,
შენ კი წამოახტი თავით!
დავითს
29 ივნისი 2024 02:03
0
:D
უეჭველი
28 ივნისი 2024 21:22
0
ყველა გამოხმაურება
დაცვის ხაზი ესპანეთთან კაკაბაძე გველესიანი კვირკველია დვალი ლოჩოშვილი. კაშია გაუშვან დროა უკვე მეტოქეებმა უკვე ბევრჯერ გააჩერეს და ბევრი გოლი გავუშვით მის გამო. მორატას მარტო გველესიანი ჩაისვამს ჯიბეში .
ტოპმიოლერი
28 ივნისი 2024 17:49
22
Აშკარად სხვა თამაშებს უყურებ
Master
28 ივნისი 2024 18:33
0
შინ თუ გარეთ , ყველას კვარასთან აქვს პრეტენზია.
"შინაურები" მაღიზიანებენ და გარეულების კი - დიახაც მესმის.
იმიტომ , რომ კვარა არის STAR .
-
28 ივნისი 2024 21:26
1
აჩუქე ჯიმა, კაი კაცია მაგი! რაფერ გეხვეწება ბიჭო!რა დრო დაგვიდგა ნაკრების მაისურებს გუტი და რონალდუ გვეხვეწებიან! წინ საქართველო!
ქართველი
29 ივნისი 2024 02:59
0
რა მოგვთაფლა ტიპმა მაისურისთვის,შენს პირს კოკლოზინა
Levani
28 ივნისი 2024 19:09
0
იუმორიც კარგი რომ აქვს. ადამიანობაც.
ბოკინიო
28 ივნისი 2024 18:37
0
რა კაი ტიპია!
ქომაგი
29 ივნისი 2024 09:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული