გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს

AutoSharing Option
hammers news-ისა და West Ham Central-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "ვესტ ჰემში" განაგრძოს.

"ჩაქუჩების" დირექტორმა ტიმ შტეიდტენმა დაადასტურსა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფორვარდს შეიძენს, რადგან ამას საჭიროებს.

ლონდონელთა ახალი დამრიგებლის, ხულენ ლოპეტეგის მთავარი სამიზნე "სევილიას" ფორვარდი იუსუფ ენ-ნესირი ყოფილა, მაგრამ London Stadium-ის ბინადარნი ქართველის ვარიანტსაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ "ვესტ ჰემს" მიქაუტაძის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ ჩვენებურმა "აიაქსს" მიაშურა. გუშინ კი "მეცმა" ქართველი ნიდერლანდური გუნდიდან ოფიციალურად გამოისყიდა.

შეხსენებისთვის, ევროპის
ჩემპიონატის მიმდინარეობისას გავრცელდა ცნობა, რომ გიორგიმ ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონ "მონაკოსთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და კარიერასაც ამ გუნდში გააგრძელებდა.

West Ham Central-ი მიქაუტაძის სიტყვებს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატმა ევროპის მასშტაბით ახალი შესაძლებლობა გაუხსნა, ახლა შვებულებაში მიდის, ვარიანტებს განიხილავს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საფრანგეთი ჟორჟისათვის მისი გარემოა. ლიონში გაიბრწყინებს, მონაკოს ვარიანტი ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია, თავდამსხმელთა შემადგენლობაში დიდი კონკურენცია ელოდება.
მერაბი
09:35 03-07-2024
1
არანაირი ვესტ ჰემი
არასტაბილური გუნდია
ამბიციები არ გააჩნიათ
სულაც შეიძლება გავარდეს
მონაკოში კი თუ გაუმართლა
ჩემპიონობასც შეიძლება გამოჰკრას ხელი
Kvekeskiri
08:44 03-07-2024
0

სიახლეები პოპულარული