გაგუა მომავალ სეზონში ხორვატიულ გუნდში იასპარეზებს

AutoSharing Option
ხორვატიული Regional Express-ის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი გაგუა კარიერას პულის "ისტრაში" გააგრძელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ 22 წლის გაგუამ (სიმაღლე 193 სმ) გუნდის პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

IstraSport-ი აღნიშნავს, რომ ქართველმა "ალავესი B"-ს შემადგენლობაში ესპანეთის მესამე და მეოთხე დივიზიონის ჩემპიონატებში 49 მატჩში 5 გოლი გაიტანა და "ისტრას" მალე შეუერთდება, რომელმაც ქვეყნის 10-გუნდიან პირველობაზე გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გაგუას ღირებულება 250 ათასი ევროა. ის "ისტრაში" იჯარის წესით გადავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეჰ გასული ახალგაზრდული ევროს მერე, როგორი იმედი მქონდა ამ ბიჭის და სად წავიდა რა.
რრრ
21:50 03-07-2024
0
ხორვატია კარგია, ზღვის პლიაჟი ისა ესა, მერე წავა ბოსნია, უნგრეთი, პოლშა და აეგაა,, თქვენ კიდე ისხედით კრესლოებში
ღადაობთ?
18:27 03-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული