გაგუა მომავალ სეზონში ხორვატიულ გუნდში იასპარეზებს

AutoSharing Option
ხორვატიული Regional Express-ის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი გაგუა კარიერას პულის "ისტრაში" გააგრძელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ 22 წლის გაგუამ (სიმაღლე 193 სმ) გუნდის პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

IstraSport-ი აღნიშნავს, რომ ქართველმა "ალავესი B"-ს შემადგენლობაში ესპანეთის მესამე და მეოთხე დივიზიონის ჩემპიონატებში 49 მატჩში 5 გოლი გაიტანა და "ისტრას" მალე შეუერთდება, რომელმაც ქვეყნის 10-გუნდიან პირველობაზე გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გაგუას ღირებულება 250 ათასი ევროა. ის "ისტრაში" იჯარის წესით გადავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ბიჭისგან უფრო მეტს ველოდი!!!
0
წარმატებები ნიჭიერ ფეხბურთელს.კარგად გვახსოვს რა მაგრად ირჯებოდა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.გვჯერა ზრდას გააგრძელებს და ეროვნულ ნაკრებსაც გააძლიერებს.
ბრაზი
11:34 03-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული