ქართველების მიმართ ინტერესი იზრდება - კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ინგლისში ან გერმანიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
პოლონური Kanał Sportowy წერს, რომ დიდ ტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობა ფეხბურთელებისთვის თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, შეუძლიათ საკუთარი სამსახურით კარგი კლუბები დააინტერესონ და ამაში მალე შეიძლება საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე დარწმუნდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ისტორია დაწერა და კაკაბაძემ, რომელმაც ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ჩემპიონშიფის ორი და მეორე ბუნდესლიგის ერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

წყარო კლუბების ვინაობას არ იტყობინება, მათ ჯერ „კრაკოვიასთვის“ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა არაა გამორიცხული, ყველაფერი უახლოეს პერიოდში შეიცვალოს.

ოთარს "კრაკოვიასთან" კონტრაქტი 30
ივნისს უმთავრდებოდა, მაგრამ სეზონის ბოლოს 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

altკაკაბაძემ "კრაკოვიასთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე კაკაბაძეს პატივს ვცემ კარგი პროფესიონალია!
გიო
21:44 03-07-2024
0
აუცილებლად უნდა წავიდეს, "კრაკოვია" მაგარ საჯდომშია.
ქიტესა
19:41 03-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული