"იმედი გვაქვს, მიქაუტაძესთან შეთანხმებას მალე მივაღწევთ, რაც შეეხება "მეცს"..." - "მონაკოს" სპორტულმა დირექტორმა ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მონაკოს" სპორტულმა დირექტორმა ტიაგო სკურომ "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "მონეგასკები" ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

"მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მალე მივაღწევთ.

რაც შეეხება "მეცს", ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, "მეცის" პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი მაქვს", - ციტირებს სკუროს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "მეცმა" მიქაუტაძე "აიაქსიდან" 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ფორვარდს ამ ზაფხულსვე გაასხვისებს.

altმიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? - მისი შეძენის სურვილი იტალიურ

კლუბს აქვს

altგიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს

altგიორგი მიქაუტაძე: ესპანეთმა გვაჯობა - ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი აზრით, გიორგის დიდი სურვილი არ აქვს საფრანგეთის დატოვების.
ამიტომ- მონაკო მშვენიერი ვარიანტია.
წარმატებები--გიორგის!
ფერნანდო
12:56 07-07-2024
1
მონაკოს მთავარი ფორვარდი და გოლის გამტანი ბენ იედერი იყო, რომელიც გუნდიდან წავიდა. ახლა დარჩა ემბოლო და ბალოგანი, რომლებიც მიქაუტაძესავით გოლების ხშირად გამტანები არ არიან. ამიტომ, იდეალური გუნდი და ვარიანტია ამ ეტაპზე. საფრანგეთს შეჩვეულია, ენა იცის, ტრადიციული და მდიდარი გუნდია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით შედგება ეს ტრანსფერი. მონაკოც მონდომებულია
ვახო
11:28 07-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული