"მიქაუტაძის ბრალია, რომ "აიაქსში" არაფერი გამოუვიდა" - თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბრთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

„მიქაუტაძე „აიაქსში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ ჯონ ვან'ტ სხიპს დავურეკე და ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება. ის დამთანხმდა. მიქაუტაძე სადილზე დავპატიჟე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა ამეხსნა, როგორ მუშაობს კლუბში ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომ აქ ცუდად ექცევიან, მე კი ვფიქრობ, ეს სრული სისულელეა.

ნებისმიერ კლუბში თქვენი სახლი უნდა იპოვოთ. ვარჯიშის შემდეგ გიორგის
როგორც იქნა ვესაუბრე. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და მგონია, სწავლაც არ უნდა. ვისი ბრალია, რომ არაფერი გამოუვიდა? არა, ეს მხოლოდ ფეხბურთელის ბრალია. არ მაინტერესებს, რომ „აიაქსს“ აკრიტიკებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“, - ციტირებს ვან ლოენს Voetbalprimeur-ი.

მკითხველის კომენტარები / 71 /
ჰოლანდიაში,აიაქსი მაგრად მევასებოდა,სულ შემზიზღდა,შემაზიზღეს ეს გუნდი. არც მე მაინტერესებს,შენი ბრალია თუ ვან სხიპის,მაგრამ,ეს ადმიანი რომ ტალანტია და მომავალში გოლებსაც შემოგიგდებთ,მერე მე-3 აგური ეძებეთ და ირტყით თავში შენ და ვან სხიპმა,თქვენ 1 000 % სირებო.
თავადი
19:29 14-07-2024
0
რა თქვას რა ბინის ქირაობაში მიეხმარებოდი???ახლა შენთქვი შეჩემა შენ როცა არ გათამაშებდნენ გოლი გაგქონდა ნაბიჭვარო?!გიტყდებათ ახლა მთელი მსოფლიო რო აქებს და მარტო თქვენ რომ ლანძღავთ?!თქვენი აიაქსიდან რომელიც ძალიან მიყვარდა და სულ პირველ სკოლად მიმაჩნდა,ინერციაც აღარ დატოვეთ...ლანდია მხოლოდ ეგ აღიარე იყავი კაცი
გიო
15:38 13-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული