"მიქაუტაძის ბრალია, რომ "აიაქსში" არაფერი გამოუვიდა" - თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბრთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

„მიქაუტაძე „აიაქსში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ ჯონ ვან'ტ სხიპს დავურეკე და ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება. ის დამთანხმდა. მიქაუტაძე სადილზე დავპატიჟე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა ამეხსნა, როგორ მუშაობს კლუბში ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომ აქ ცუდად ექცევიან, მე კი ვფიქრობ, ეს სრული სისულელეა.

ნებისმიერ კლუბში თქვენი სახლი უნდა იპოვოთ. ვარჯიშის შემდეგ გიორგის
როგორც იქნა ვესაუბრე. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და მგონია, სწავლაც არ უნდა. ვისი ბრალია, რომ არაფერი გამოუვიდა? არა, ეს მხოლოდ ფეხბურთელის ბრალია. არ მაინტერესებს, რომ „აიაქსს“ აკრიტიკებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“, - ციტირებს ვან ლოენს Voetbalprimeur-ი.

მკითხველის კომენტარები / 71 /
აიაქსში თვითონ იყო არეულ დარეული სიტუაცია იქ არაპროფესიონალებმა მოიყარეს თავი რაც ამ დიდ კლუბს არ ეკადრება.მიქაუტაძე და ბევრი სხვა ტალანტი ვერ დაინახეს მაგიტომ რაც მათ მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა დაადასტურა მოკლედ მიქაუტაძე ცუდ დროს მივიდა აიაქსში ეგ იყო და ეგ.
ZIKO
08 ივლისი 2024 02:18
0
თავის პოზიციაზე ერთხელაც რატომ არ ათამაშეთ?!..ან მიზერულ დროს რომ უთმობდით მოედნაზე ეგ რა იყო?..უთქვენოდაც იპოვის გზას და კარიერაც კარგი ექნება!
ედ დე გუი
07 ივლისი 2024 22:24
0
კონტრაქტს როცა უდებდნენ,.წესით უნდა სცოდნოდათ,რომ გიორგიმ, არც ინგლისური იცოდადა არც ჰოლანდიური ენა.ეს იცოდნენ,მაგრამ მთლად უცხო კაცი ჩავიდა ჰოლანდიაში და სადგურზე კაციც კი არ დაახვედრეს!მაგას რა ჰქვია,პატივისცემა?თუ არ სჭირდებოდათ კაცი,რომელმაც ინგლისური არ იცოდა,მაშინ არც უნდა წაეყვანათ.პატარაძალი ტყუოდაო და ისევ თვითონ ბუობდაო!ეს "ქინძი" კი,მათთვის პირის მოწმენდას ცდილობს.რაც მოიგონ,არავს გაუყონ და რასაც მეცი მოიგებს,გიორგის გაყიდვით,ღმერთმა ლიგა ერთში დასაბრუნებლად მოახმაროთ.მაგათგან მორალურად მოკლული გიორგი,ორ კვირაში გააცოცხლეს და ფანტასტიკური ნახევარი სეზონიც ჩაატარა.სულელი ის არის,ვინც თავისი უჭკუობით,ზარალობს.ვინ იზარალა, ვინ არის სულელი და რამდენად,გიოს გაყიდვის შემდეგ გაირკვევა,ტრანსფერის ფასს რომ გავიგებთ.
სოსო
08 ივლისი 2024 02:08
0
გეხვეწევით არ დაბლოკოთ რა! ეს გინება არაა. ეს ნ ა ბ ი ჭ ვ ა რ ი ! შეგირცხვა ნამუსი
C
08 ივლისი 2024 00:55
4
შემთხვევით დავაჭირე დისლაიქს. 100% ხარ
გიორგი
08 ივლისი 2024 11:22
2
ვინც იზარალა, სწორედ მან დაუშვა შეცდომა, ანუ აიაქსმა.
Რაგბის ფანი
08 ივლისი 2024 00:41
0
მიქაუტაძე კაცია, თანაც მაგარი კაცი.მან სამშობლოს ნაკრებში თამაში აირჩია საფრანგეთის ნაკრებში თამაშს.საფრანგეთის და არა გიბლარტალის ან ფარერების.ახლა გადავხედოთ ევროპის წამყვანი ქვეყნების ნაკრებებს და დავრწმუნდებით მიქატაძე რომ იშვიათი გამონაკლისია კაცობის მხრივ
ჯუდო
07 ივლისი 2024 22:09
2
Giorgi reebs wer ar gitydeba,ra omis shemdeg,reens abraleb???
L.J .
08 ივლისი 2024 00:40
1
მიქაუტაძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ არც მის გაკერპეპას ვაპირებ. საქართველოს სახელით გამოსვლა ყველა დანარჩენ სენტიმენტებთან ერთად, არჩია იმიტომ რომ საფრანგეთის ნაკრებში სათადარიგოდაც არ გამოიძახებდნენ. ისევე როგორც ბევრს სხვას პატრიოტიზმის ბუშტი მაშინ გაუსკდა, როდესაც რუსეთს სანქციები დაადეს და ვერანაირ ტურნირზე ვერ ითამაშებდნენ, თორემ სანამ საშუალება ჰქონდა ჯიქიასნაირებს ლამის ქართელობაზე ამბობდნენ უარს, არათუ ნაკრებში თამაშზე (ვისაც რუსეთების ნაკრებში თამაშის შანსი ჰქონდა, თორემ თუ არც იქ ათამაშებდნენ, მაშინ ქე იყვნენ პატრიოტები სასო პავლიაშვილივით).
გიორგი
07 ივლისი 2024 23:15
12
ყველა გამოხმაურება
თან "არ მაინტერესებს, რომ „აიაქსს“ აკრიტიკებს" და იქვე "თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია" )))
"უბრალოდ იყავი კაცი და თქვი:" კლუბმა დაგავალა ჩვენი მიქას დაკნინება"

იქნებ ეს ამსერდამელები თავზე ავადმყოფები არიან?
მეთანხმებით - "ლაიკი"
არ მეთანხმებით - "დიზლაიკი"
ესენი უკვე დასაცინები ხდებიან )))
გია_544
07 ივლისი 2024 23:03
5
კაცმა ევროზე სამი გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა და კიდევ რამეს აბრელებთ?
ჭიჭიკო
07 ივლისი 2024 22:19
1
რომ იყიდეთ მაშინ ენის ფლობაზე არ გქონდათ ინფორმაცია? მომენტალურად როგორ ისწავლიდა ? ამას ხომ დრო ჭირდება. ის რომ შანსი უნდა მიეცათ ერთხელ მაინც მის პოზიციაზე ამასაც ინგლისური ენის ბარიერი უშლიდა ხელს ? მოიცა რა ნუ აპრავებთ ეხლა სირების ბანდას. კი ვხედავთ მაგ სელექციით რა შედეგებიც აქვს აიაქსს. ბრობი გყავდეთ ლიდერად, არსად დაგეკარგოთ
lm
08 ივლისი 2024 13:46
4
ნაფტალინიდან ამოღებული ბოღმიანი გადმონაშთი კაცობაზე საუბრობს. )))) გიორგის/ჟორჟის კაცობა და თქვენი არაკაცობა ამ ჩემპიონატზე მშვენივრად გამოჩნდა. წარმატებები გიორგის/ჟორჟს და მთელ ნაკრებს!
რატი
07 ივლისი 2024 23:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული