კვლავ შეეცდება თუ არა პსჟ კვარაცხელიას შეძენას? - რას წერს ფრანგული გამოცემა

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" "კვარას" სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დედაქალაქელები უარით გაისტუმრა.

ფრანგული გამოცემა Butfootballclub-ის ცნობით, პსჟ-მა ხვიჩას ამ ზაფხულს შეძენა საბოლოოდ გადაიფიქრა და მისი ტრანსფერის განხორციელებას 2025 წელს შეეცდებიან.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ამ ზაფხულს "ლიდსის" შემტევს, კრისენსიო სამერვილის დაიმატებს, რომლის ტრანსფერიც პსჟ-ს, სავარაუდოდ, 20-დან 30 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ,
თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

alt"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს" - ფრანგული გამოცემა ხვიჩაზე წერს

altკვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ - როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]

altკვარაცხელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მომავალში კი უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

მკითხველის კომენტარები / 4 /
5 წლიანი ხელშეკრულება, ყოვლწლიური 7 მილიონი ბონუსების გარეშე, და გამოსასყიდი თანხა 120-130 მილიონი. ამზე ნაკლებ პირობას არ უნდა დათანხმდეს.
რეალისტი
16:07 08-07-2024
7
ხვიჩა არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას,თუნდაც ლაურამ იმდენი გადაუხადოს რასაც პსჟ იხდის
სვანსკი
11:31 08-07-2024
2

სიახლეები პოპულარული