გოჩოლეიშვილით ცნობილი გერმანული კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
Janik-ი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "შახტარის" 23 წლის განაპირა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით, "ჰამბურგი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ გოჩოლეიშვილს დონეცკურ გუნდში სათამაშო დრო საკმაოდ შეზღუდული აქვს, მით უმეტეს, "კასტილიადან" ბრაზილიელი ტობიას ვილი დაბრუნდა და ამიტომ ქართველმა შეიძლება გუნდის გამოცვლა ამჯობინოს.

გოჩოლეიშვილს "მეშახტეებთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა.

"ჰამბურგმა" გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა. HSV-ში 2022 წელს გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმსახურებს
იკა
17:20 09-07-2024
0
კარგი ვარიანტია, უკვე რამდენი წელია ცდილობს გადმოსვლას ბუნდესლიგაში და სავარაუდოდ მომხდენვნი სეზონში შეძლებს, სროწს იზავს თუ გადავა ჰამბურგში.
გიონატ
16:31 09-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული