გოჩოლეიშვილით ცნობილი გერმანული კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
Janik-ი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "შახტარის" 23 წლის განაპირა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით, "ჰამბურგი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ გოჩოლეიშვილს დონეცკურ გუნდში სათამაშო დრო საკმაოდ შეზღუდული აქვს, მით უმეტეს, "კასტილიადან" ბრაზილიელი ტობიას ვილი დაბრუნდა და ამიტომ ქართველმა შეიძლება გუნდის გამოცვლა ამჯობინოს.

გოჩოლეიშვილს "მეშახტეებთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა.

"ჰამბურგმა" გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა. HSV-ში 2022 წელს გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჰამბურგის თამაშებს რასაც ვუყურებდი ჩაკვეს დროს, გოჩო ძალიან მოუხდება მაგათ სტილს, შეიძლება ვინგერადაც გადავიდეს პოზიციურად თუ მოუმატებს.
ilar10N YouTube
09:49 09-07-2024
1
მშვენიერი ვარიანტია ჰამბურგი მთავარია ძირითადის მოთამაშე გახდეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული