მიქაუტაძისთვის ბრძოლაში იტალიური კლუბიც ჩაერთო

AutoSharing Option
"რომა" "მეცის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი ინტერესდება.

გამოცემის ინფორმაციით, "რომას" აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება, რადგან ამ მომენტისთვის მიქაუტაძისთვის ბრძოლაში "მონაკო" ლიდერობს.

შეგახსენებთ, "მეცმა" მიქაუტაძე "აიაქსიდან" 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ფრანგული კლუბი გიორგის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ეტაპზე,სულაც რეალი,ბარსელონა და მანჩესტერი,ბაიერნი ჩაერთოს მიქაუტაძესთვის სატრანსფერო ბრძოლაში,ყველაზე იდეალურ ვარიანტად მაინც ფრანგული კლუბები მოსჩანს მისთვის და მათ შორის თუ მონაკო შეძლებს ამას,მშვენიერი იქნება!
დავითი
20:24 09-07-2024
5
ამ კაცს აქვს ნიჭი გოლების გატანის,ენების სწავლის ნიჭი რო ჰქონდეს ქართულადაც უკეთ ილაპარაკე და,ანუ სადღაც სიმართლის მარცვალია იმაში რომ თუ ᲓᲘᲓᲘ ფეხბურთი გინდა ინგლისური მაინც უნდა იცოდე,ახლა კიდე იტალიური.
დიდი პრობლემა ეგ არაა,მაგრამ ისევ მშობლიური გარემო ჯობია.
რომა დიდი ბარდაკია
Levani
19:32 09-07-2024
7

სიახლეები პოპულარული