"დარჩა ორი ვარიანტი, რომა" პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს - Corriere Dello Sport-ი ქართველი ფორვარდის "ჯალოროსიში" შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
იტალიური პოპულარული გამოცემა Corriere Dello Sport-ი გიორგი მიქაუტაძის "რომაში" შესაძლო ტრანსფერზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, "ჯალოროსი" ქართველი ფორვარდის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

ჩვენი იტალიელი კოლეგები გვაუწყებენ, რომ "მგლებმა" პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გაამზადა და "მეცს" მალე მიმართავს. ფრანგული კლუბი კი მას, დაახლოებით, 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.

რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ "ოლიმპიკოზე" ახალი ფორვარდის მოყვანის საჭიროება დადგა. ახლა დანიელე დე როსის გუნდის შეტევის გაძლიერების ორი ვარიანტი არსებობს.

"ვილიარეალიდან" ან ნორვეგიელი ალექსანდრ სორლოთის დამატება, რომელიც უფრო ძვირად, დაახლოებით, 30 მილიონ ევროდ ფასობს, ან "მეციდან" ჩვენებური
თავდამსხმელის წაყვანა, რომელიც უფრო იაფი დაჯდება და თანაც, "ჯალოროსის" ბოსები სწორედ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისკენ იხრებიან.

პარალელურად, გამოცემა Lego წერს, რომ მიქაუტაძის შესაძლო ახალი გუნდების სია ორამდე შემცირდა და ეს თვითონ თავდამსხმელმა გააკეთა.

მან "ვესტ ჰემსა" და "ლანსს" უარი შეუთვალა და კარიერის გაგრძელების ვარიანტად მხოლოდ "რომასა" და "მონაკოს" განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქარᲗველი ფეხბურᲗელის ტრანსფერი მექსიკურ სერიალს ჰგავს))
გიუშა
07:42 11-07-2024
3
მაგრად მიქარა ვესტ ჰემს რომ უარი უთხრა ვესტ ჰემი ესაა მშრომელი კაცი,არსენალი-განერი ავტომატჩიკი ჯარი პოლიცია,ჩელსი -არისტოკრატი მდიდარი ბობოლა,ტოტენჰემი -პეტუხი...და სხვა ბაცანა კლუბები
ლონდონური ფეხბურთი
22:32 10-07-2024
13

სიახლეები პოპულარული