ოფიციალურად - დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი "ბორდოდან" "სენტ-ეტიენში" გადავიდა.

ლიგა 1-ში აღზევებულმა "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ზურიკომ განაცხადა, რომ ისტორიულ კლუბში გადასვლით ბედნიერია, მოუთმენლად ელის "ჟოფრუა გიშარზე" გულშემატკივრების წინაშე თამაშს და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობა მისთვის დიდი გამოწვევაა.

გუნდის მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ თქვა, რომ ქართველს ტექნიკური უნარები გააჩნია, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია, პასების გაკეთებაც შეუძლია, გოლების გატანაც და მისი ძალისხმევით ბურთის დაჭერის საშუალება მიეცემათ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან მრავლის მთქმელი და ორიგინალური წარდგენა იყო! საფრანგეთში ჟღერს საქართველოს ჰიმნი!. გენაცვალე ზურიკო! წარმატებები!
ირაკლი
20:25 12-07-2024
0
გილოცავ ზურიკო! შენ საფრანგეთის ტიტულოვანი და დიდი ტრადიციების მქონე გუნდის წევრი გახდი. აქ არაერთი დიდ ფეხბურთელი, მათ შორის მიშელ პლატინი თამაშობდა. წარმატებები ზურიკო! შენ შეძლებ, როგორც შეძლო ხვიჩამ!
ამი
10:29 12-07-2024
0

სიახლეები პოპულარული