კონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ გადაწყდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მაინც თავისი გაიტანა. მან "პარტენოპეიში" დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის აშენებას ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აპირებდა და მათ არაფრის დიდებით შეელეოდა.

როგორც გუნდის კაპიტანმა, ასევე ქართველმა, იტალიური კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ ეს ამბავი არ გამოუვიდათ.

გუშინ დი ლორენცომ "ნაპოლის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბში რჩება.

მან დაადასტურა, რომ გასული სეზონით ძალიან უკამყოფილო იყო და წასვლა მართლაც სურდა, თუმცა კონტესთან და დე ლაურენტისთან შეხვედრის
შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ჯოვანიმ აღნიშნა, რომ არაფერს დაიშურებს, რათა "პარტენოპეის" ფანების სახეზე კვლავ ის ბედნიერება ნახოს, რაც 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობამ მოუტანა, რაც მას დიეგო მარადონას შემდეგ მოპოვებულ პირველ სკუდეტოზე უდიდეს სიამაყეს ჰგვრის. 

პარალელურად, დღეს დილიდან იტალიური პრესა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. გუშინ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თუ გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურდა, ხვიჩა დარჩებოდა, რაც იმის მანიშნებლად შეგვიძლია მივიღოთ, რომ ქართველი მომავალ სეზონში კვლავ "მარადონაზე" იბურთავებს.

დე ლაურენტისს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ზაფხულს "კვარას" არცერთ შემთხვევაში არ დათმობს. ჩვენებურს ნეაპოლში ახალი სეზონის მზადებისთვის ივლისის ბოლოს ელოდებიან.

alt"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგრად დაგვერხა!!!
აზრი
01:08 13-07-2024
0
ვნახე ნობელის და ჯუღელის ინტერვიუ. ჯუღელის დიპლომატიური (მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და როგორც ჩანს, ხანდახან ჯუღელსაც ეხერხება დიპლომატიურობა) პასუხი იყო, რომ ჩვენ ჩვენი პირობები წავაყენეთ და თუ ლაურას ხვიჩას დატოვება უნდა, ეს პირობები უნდა მიიღოს, თუ არა და _ დიდ თანხად გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს და შემდეგ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ,რასაც ახლა თავაზობენ. ვაჭრობა და ძალის დემონსტრირება მიდის, ჩვენებსაც, როგორც ჩანს, რაღაც კოზირები უჭირავთ, ყოველშემთხვევაში, მე ასე მინდა მჯეროდეს, და იმედია, ხვიჩა დატოვებს ამ დდ „ნაპოლის“.
ეს ინტერვიუ უფრო იმედს მიტოვებს, რომ ასე იქნება.
გია
00:15 13-07-2024
0

სიახლეები პოპულარული