მიქაუტაძე "მონაკოსთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის "მონაკოში" გადასვლის ყველა დეტალი შეთანხმებულია, დღეს დანიშნულების ადგილზე ჩავა და ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფაქტიურად ეს გუშინ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა, მხოლოდ განსხვავება ფასშია - "ეკიპის" მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 25 მილიონს მიიღებს, ხოლო რომანო ირწმუნება, რომ თანხა 20 მილიონს (პლუს ბონუსებს) შეადგენს.

18 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში "მონაკო" "სენტ-ეტიენს" უმასპინძლებს, რომლის რიგებში ზურიკო დავითაშვილი ჩაირიცხა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათი ნახვა პირდაპირ ეთერში მთელი სიამოვნებაა
დათუნია
06:43 14-07-2024
0
სადაც ჯუღელი არ არის, ყველაფერი კარგად არის ! )
გია_544
10:54 13-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული