მიქაუტაძე "მონაკოსთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის "მონაკოში" გადასვლის ყველა დეტალი შეთანხმებულია, დღეს დანიშნულების ადგილზე ჩავა და ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფაქტიურად ეს გუშინ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა, მხოლოდ განსხვავება ფასშია - "ეკიპის" მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 25 მილიონს მიიღებს, ხოლო რომანო ირწმუნება, რომ თანხა 20 მილიონს (პლუს ბონუსებს) შეადგენს.

18 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში "მონაკო" "სენტ-ეტიენს" უმასპინძლებს, რომლის რიგებში ზურიკო დავითაშვილი ჩაირიცხა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათი ნახვა პირდაპირ ეთერში მთელი სიამოვნებაა
დათუნია
14 ივლისი 2024 06:43
0
სადაც ჯუღელი არ არის, ყველაფერი კარგად არის ! )
გია_544
13 ივლისი 2024 10:54
6
ძირს ჯუღელი - კვარას უღელი!
სიმართლე
13 ივლისი 2024 13:31
0
ძალიან სწორი და კარგი არჩევანია წარმადებები გიორგის და მალე ბენზემაზე მაგარი ყოფილიყავი მბაპეს არც შეგადრი არ იმსახურებს ის ამას მოკლედ ასე გამკდის ქართულ რეკორდს გიორგი ხსნის ამ ეტაპზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქართველი ფეხბურთელი გამოვა კალაძის შემდეგ 25 მილიონიანი თავდამსხმელი ეს უკვე ძალიან სერიოზული ამბავია!
T.q
13 ივლისი 2024 02:22
0
გიოს წარმატებები!!! ადაპტაციის პრობლემა არ ექნება, რაც გაუადვილებს საქმეს. პირველივე ტურში სენტ-ეტიანი, გიო, მოდი პირველ ტურში ნუ გაიგიჟებ თავს, მე-2 ტურიდან დაიწყე მონაგარის შეგროვება. ეხლა ქოჩორა და ჩაკვე არიან რიგში. იქნებ, ცოტა იღბალიც იყოს ჩვენსკენ და 2026 -ის მსოფლიოზე მოვხვდეთ, მაქვს ამ ბიჭების იმედი...
world cup
13 ივლისი 2024 01:36
1
შოთა მასე რო მოხდეს და დუბლები გლიჯონ საფრანგეთში ისეთი ამბავი ატყდება სხვაზე არაფერზე ილაპარაკებენ ის კვირა ნეტა მასე მოხდეს მართლა
T.q
13 ივლისი 2024 17:12
0
დაიწყოს ორთავემ პირველი ტურიდანვე დუბლით და მორჩეს თამაში 2-2 )) წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
შოთა
13 ივლისი 2024 10:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული