"ნიტ, ნოუ, ნაინ" - ქართული სული ისეთია" - უკრაინელი ჟურნალისტი გოჩოლეიშვილის შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
9 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შახტარის" 23 წლის განაპირა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით, "ჰამბურგი" დაინტერესდა და სათამაშო დროის სიმცირის გამო, ის შეიძლება ტრანსფერზე დათანხმებულიყო. თუმცა, ჟურნალისტი და ბლოგერი მიხილ სპივაკოვსკი იტყობინება, რომ დონეცკური გუნდი ქართველის გაშვებას არ აპირებს.

"რამდენად რეალურია გოჩოლეიშვილის "ჰამბურგში" ტრანსფერი? მე მივმართე ხალხს, რომლებმაც უეჭველი უნდა იცოდნენ და მე მითხრეს: "ნიტ, ნოუ, ნაინ". გოჩოლეიშვილს არ გაუშვებენ. მე არ ვიცი რატომ. მის პოზიციაზე ტობიას ვილი მოვიდა, არის კონოპლია და ახლა გოჩოლეიშვილს უკრაინის თასზე "ვიკტორიასთან" თამაშის რეალური პერსპექტივა აქვს. თუმცა, ვნახავთ - ქართული სული
ისეთია, რომ "გოჩოს" სადღაც შეუძლია გამოძვრეს და კონკურენცია მოიგოს", - თქვა სპივაკოვსკიმ პროგრამა ТаТоТаке-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
შენ შეიძლება ხუმრობ რუსებოო,მაგრამ მაგათზე გოთვერანი ნაცია მეორე არ დადის დედამიწაზე,რუსებზე უარესი ნაციაა
jordan beli
19:41 13-07-2024
35
ნუ მიდიხართ საერთოდ ამ სლავურ ქვეყნებში!!!!!
ქართველი
21:33 13-07-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული