სამედიცინო შემოწმება ჩანიშნული იყო, თუმცა "მონაკოში" გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა - მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ლიონი" "მონაკოსთვის" მიქაუტაძის "წართმევას" ცდილობს.

"მონაკოს" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.

"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.

"ეკიპის" ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. "ოლიმპიკი" ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დაეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმაც დიდხანს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით, ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე "აიაქსში" ჰქონდა.

ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
Ra loni tu chemi dzmaxar ara ra loni darcha saxeli marto meti araferia iq raginda
Achi
15 ივლისი 2024 23:51
6
წინასწარ მიცემული სიტყვის გატეხვის სუნი ასდის ამ საქმეს და გიოს ნუ განსჯით იმაზე რაც ჯერ არავინ არ ვიცით რეალობაში რა მოხდა, თან ლიონი ძალიან კარგი გუნდია და წინა სეზონში 1-ლი წრე ჩაუვარდათ, თორემ მე-2 ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამის ნახვა კი მარტივია ლიგა-1 ცხრილის ნახვისას, თან მე ვფიქრობ რომ გარანტირებულად მიიოღო ლიონისგან სასტარტო და სათამაშო დრო
ზაკო
16 ივლისი 2024 09:09
0
რაც ვივარაუდე ის ვერსია გააჟღერა footbalnews-მა, თუ სანდოა რა თქმა მათი ნიუსი
ზაკო
16 ივლისი 2024 13:02
0
IIIF რამდენ გოიმს გაუცრუვდა იმედი და არ აუხდათ გოიმური ოცნება... რუსების გუნდში გადადიოდა და მშვენიერი ვარიანტიაო ზეიმობდნენ იმენა, არა გაფუჭებას და კარიერის მოსპობას რომ უპირებდნენ როგორმე ჩაეტყუებინათ მონაკოში და გაებათ რუსულ საცეცებში... სტFF მონაკოში აბლატავებული რუსების გუნდი სადაც დაუნ გოლოვინს აბლატავებენ და სასწრაფოდ მოინდომეს მიქაუტაძეზე ჩავლება ეხლა
STF
16 ივლისი 2024 07:02
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული