სამედიცინო შემოწმება ჩანიშნული იყო, თუმცა "მონაკოში" გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა - მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ლიონი" "მონაკოსთვის" მიქაუტაძის "წართმევას" ცდილობს.

"მონაკოს" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.

"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.

"ეკიპის" ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. "ოლიმპიკი" ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმც დიდხნს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე "აიაქსში" ჰქონდა.

ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მონაკოში კონკურენტი არ ეყოლებოდაო აქ წავიკითხე,
მონაკოში თამაშობენ ამერიკის ნაკრების თავდამსხმელი ბალოგუნი და შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ემბოლო...
ლიონში გამორჩეული თავდამსხმელი მხოლოდ ლაკაზეტია, რომელიც უკვე 33 წლისაა და მასთან კონკურენცია შედარებით უფრო მარტივი იქნება, ვფიქრობ.
Burton
16 ივლისი 2024 03:47
0
თავის საყვარელ, მშობლიურ გუნდში დაბრუნდა სადაც ყველა თამაშს 60 ათასი გულშემატკივარი ესწრება, რაც შეეხება მონაკოს კარგი გუნდია, მაგრამ ერთი ნაკლი აქ 5 ათასამდე გულშემატკივარი ესწრება ხოლმე თამაშებს საშუალოდ, ჩემი აზრით ამის გამო არჩია ლიონი მონაკოს, წარმატებები ჟორჟს ბევრი გოლების გატანა ვუსურვოთ და მომავალში დიდ გრანდში გადასვლა ამ ეტაპზე ლიონიც მშვენიერი ვარიანტია.
ქომაგი
16 ივლისი 2024 02:48
2
იქ უნდა წავიდეს სადაც მუდმივად განაცხადში იქნება
აზრი
16 ივლისი 2024 02:34
1
ესა თუ ის იწერებოდა…. მათ შორის რომას ვარიანტიც, მაგრამ ტრანსფერმარკტი მიმაჩნია სანდო წყაროდ. რომა საერთოდ არ იყო მოხსენიებული. მონაკო 70%, ლიონი 57% და დორტმუნდი 19 % გადასვლისა ეწერა. ვნახოთ როგორ მორჩება. მეცში დარჩენასაც არ გამოვრიცხავდი.
იქნებ ლიონში ბავშობის სიყვარული ცხოვრობს;)
16 ივლისი 2024 02:24
1
თქვით პირდაპირ , რომ მონაკოს უბრალოდ აღარ უნდა
gia
16 ივლისი 2024 02:00
8
აუუ რა უნდა ლიონში ? დაავიწყდა როგორ არაკაცურად მოექცნენ ? თანაც ლიონი კონფერენც ლიგაზე გამოდის და მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე თანაც ლაკაზეტს ამის გამო არავინ არ დასვამს სკამზე ჯერ ერთი უმაგრესი ფორვარდია და სახელიც დიდი აქვს ლიონში ! არ ვიცი რაა ამასაც არ ყავს ეტყობა ნორმალური აგენტი @ ისე იქცევიან თითქოს აიაქსის ამბები არ გადახდენოდეთ @ ლიონში სკამზე ჯდომას ჯობია ისევ მეცში დარჩეს თამაში მაინც ექნება იქ განაღდებული ! და თუ სკამზე ჯდომა ურჩევნია მაშინ ჯობია რომას დათანხმდეს რომას სკამზე ჯდომა არ ჯობია ჭ კლასის ლიონის სკამზე ჯდომას ??
zura222
16 ივლისი 2024 01:04
12
ამ სტატიაში ის მომეწონა, რომ მიქაუტაძის ხელფასის რაოდენობა არ წერია. აბა აქ ზოგმა ხვიჩას ხელფასის რაოდენობა, საკუთარ ხელფასზე უკეთ იციან, რაც არ არის საჭირო. ყველა ჯიბეგახვრეტილი არჩევს ხვიჩას ხელფასს თუ რაოდენ ცოტაა. ეგ ხო ეხლა გამოჩნდნენ ახალი ხალხი და დაიწყეს. ჟორჟ იქ რა გინდა, სად მიდიხარ, პირობა უნდა შეასრულო( თითქოს იციან გიორგიმ რა პირობა დადო) და ა.შ. ყველაზე კარგად თვითონ იცის სად უნდა გადავიდეს და ტყუილად თავს ნუ იწუხებთ, მაინც არაფერი შეიცვლება ზოგიერთის გნიასის მიუხედავად
დავით 67
16 ივლისი 2024 00:53
1
ძალიან ცუდი!
!!
16 ივლისი 2024 00:35
5
ხალხო ნუ განსჯით, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს ან სიმართლეა და ან სიცრუე. თუ სიმართლე და გიომ ბოლო წამს თქვა უარი აუცილებლად ექნება მიზეზი. და თუ სიცრუეა ჩვენი კომენტარები არასწორი იქნება გიოს მისამართით. ჩვენ ქართველები ფიცხი ხალხი ვართ და არ დაგავიწყდეთ გიოც ისეთივე ქართველია როგორც ჩვენ. ისე ასრულებს ჰიმნს როგორც ჩვენ. ისე ბრაზდება როგორც ნებისმიერი ქართველი. იქნებ წინასწარ მოლაპარაკებაში სიტყვა უთხრეს და სხვა კონტრაქტს ტენიდნენ? ამ შემთხვევაში თუ დასაწყისში მატყუებენ მერე რა იქნება ხომ ხვდებით? მეც უარს ვიტყოდი კონტრაქტზე. 1 პუნქტიც რომ შეუცვალონ წინასწარ მოლაპარაკების შემდეგ არ უნდა მივიდეს იმ კლუბში. ჯობია მეცს წაყვეს მეორე ლიგაში ვიდრე მოტყუებით დაიწყოს ახალი კარიერა. წარმატებები გიოს და ნებისმიერ შემთხვევაში ყოველ უქმეებზე დაველოდები "მიქას" გოლებს ნებისმიერ გუნდში.
roma bejanidze
16 ივლისი 2024 00:35
0
ძლივს არ წავიკითხე ნორმალური კომენტარი
დავით 67
16 ივლისი 2024 00:57
0
“ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ”.
და რომ ვერ მორიგდნენ, მერე? ის ბიჭი იმდენს იზამს, "მეცში" (მეორე ლიგაში) მოუწევს დარჩენა! ყველას გვიხაროდა, "მონაკოც" მზად იყო 20 მლნ (ან მეტი) გადაეხადა და ახლა? შეძლებს კი "ლიონი" ამდენი ფულის გადახდას? ეეჰ, მოკლედ არ დაადგა საშველი ამის ტრანსფერს. ნათქვამია, მეტისმეტიბრეტისბრეტი
სიმართლე
16 ივლისი 2024 00:31
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული