L’Equipe: მიქაუტაძე ლიონში სამშაბათს ჩავა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" გადასვლა გადაწყვეტილია.

გამოცემის მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 18 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს ბონუსების გარეშე მიიღებს. ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოში" გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, სამშაბათს დანიშნულების ადგილზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც "აიაქსში" იღებდა.

"ოლიმპიკი" გასულ სეზონში ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე
ითამაშებს.

"ლიონის" გულშემატკივრები მიქაუტაძის მშობლიურ გუნდში დაბრუნებას სოციალურ ქსელებში განიხილავენ და მიესალმებიან.

მკითხველის კომენტარები / 28 /
რაღაცას ნუ მიედ-მოედებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მორჩა. მონაკო ბევრად დიდი რესურსის გუნდია და სტაბილურად მეორე-მესამე პოზიციაზე გადის. ლიონი გრანდი იყო ერთ დროს. ახლა არც რესურსი არც ამბიცია არ აქვთ. ბევრად კარგი გუნდები ეპატიჟებოდნენ და მაინც და მაინც ის აირჩია საიდანაც ბავშვობაში გამოაგდეს.
რააზრიაქ
21:15 17-07-2024
0
ლიონი დიდი გუნდია ტრადიციული და მაგარი ფრანგული გუნდი პსჟს შეუძლია აჯობოს თავისუფლად და პირველი გუნდიც იყო ადრე. ეს ამ სეზონში არაა ლიგაზე თორე სუფთა ლიგის გუნდია ტოპ 4 ის გუნდია საფრანგეთში რავლც ყველამ იცის. მონაკო არის სიაფანდი კურორტის და ტურისტების გუნდი
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული