მიქაუტაძეს "ლიონის" ფანები შეხვდნენ. "ის ისეთი სიმპათიურია..." - ისმის ვიდეოში "ლიონის" პატარა ქომაგის სიტყვები.
შეგახსენებთ, გიორგის რამდენიმე დღის წინ "მონაკოს" უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელმა "მონეგასკების" რიგებში გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
"მეცი" მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს.
გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც "აიაქსში" იღებდა.
ვიდეო: Gonesworld
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
L’Equipe: მიქაუტაძე ლიონში სამშაბათს ჩავა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია