საპნის ოპერა გრძელდება - მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
But! Football Club-ი იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი შეიძლება მისი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაიშალოს, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურს.

გამოცემა წერს, რომ ქართველს დღეს 5 საათზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმება იყო დაგეგმილი და საპნის ოპერა ჰეფი ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ჟურნალისტის, ანჟელო სალემის ცნობით, ეს არ მოხდა.

ჟურნალისტი მოჰმედ ტუბაშ-ტერი წერს, რომ "ლიონი" ახლავე მზადაა "მეცს" 18 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს აგენტი აფერხებს. "მონაკო" თანახმაა თანხა ტრანშებად დაფაროს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბოლო სერიაში რა ხდება, თუ გაქვთ ვინმეს ნანახი, დაგვასპოილერეთ!
გგ
01:30 18-07-2024
0
აგენტი თვითნებურად ვერ იმოქმედებს, მონაკომ ალბათ ბოლო მომენტში უფრო სარფიანი წინადადებით მიმართა აგენტს და აგენტი ცდილობს გიორგი დაარწმუნოს მონაკოში გადასვლაზე
მამუკა
00:02 18-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული