გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" კლუბის საიტით დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.
"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.
"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს; აგრეთვე, შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.