მიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლიონში" დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

მას კითხვა ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად წყვილში თამაშსა და ახალი დუეტის შექმნაზე დაუსვეს. როგორც ირკვევა, მწვრთნელს სწორედ ქართველისა და ფრანგის შეტევის ხილვა სურდა და გიორგიმაც არჩევანი "ლიონზე" სწორედ ამიტომ შეაჩერა. 

"ლაკაზეტთან ერთად დუეტში თამაშს და მის ოლიმპიადიდან დაბრუნებას მოუთმენლად დაველოდები. ის უმაღლესი დონის ფორვარდია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

მინდა, მის მაგალითს გავყვე. ალექსანდრმა უმაღლეს დონეზე ითამაშა
და ის ერთი პერიოდი "არსენალის" თავდამსხმელიც გახლდათ.

ისევე, როგორც ბენზემა, მე და ლაკაზეტიც ერთმანეთს რაღაც მხრივ სათამაშო ასპექტებში ვგავართ. ანუ მხოლოდ გოლის გატანაზე არ ვართ ორიენტირებულნი, ვაკეთებთ ასისტებს და ვქმნით კომფორტულ სიტუაციას ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე, შანსები ჩვენითაც უნდა მოვიპოვოთ. 

ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს დანარჩენი "ცხრიანებისგან". ვცდილობთ, სივრცე გავუჩინოთ სხვებს, შევქმნათ სხვაობა. ძალიან მინდოდა "ლიონში" დაბრუნება, მაგრამ რომ არა ამ გუნდის მწვრთნელი, შესაძლოა, აქ სულაც არ ვყოფილიყავი და არჩევანი "ოლიმპიკის" სასარგებლოდ არ გამეკეთებინა.

მან (პიერ საჟმა) მითხრა, რომ ლაკაზეტი-მიქაუტაძის დუეტის ხილვა ძალიან სურდა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ!

მწვრთნელმა ჩემს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და ახლა ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. შევიკრიბებით და საქმეს შევუდგებით!

აქედან რომ წავედი, ბიჭი ვიყავი, ახლა კი კაცი ვარ! აგენტს ვეუბნებოდი, რომ აქ დაბრუნება ძალიან მინდოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აქ ჩემი საქმე და ისტორია ჯერ არ დამისრულებია", - თქვა მიქაუტაძემ.

ინფორმაციისთვის, "ლიონი" ახლა ავსტრიულ შეკრებაზეა და გიორგის შვებულებისთვის კიდევ რამდენიმე დღე ექნება დარჩენილი.

ქართველი "ოლიმპიკის" საწვრთნელ პროცესში 27 ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

სავარაუდოდ, მიქაუტაძის დებიუტი "ლიონის" შემადგენლობაში 31 ივლისს, "ტორინოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გენას ჩაჯ-ლი სიფათი დამანახა ერთი რა, კრაკადილ გენად გადაიქცა მგონი.
????
13:37 19-07-2024
0
მგელი ხარ გიო✊❤️
ბაჩი
13:20 19-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული