"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და უკვე "ლიონის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე უკვე ყოფილ კლუბ "მეცს" სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციური პოსტით დაემშვიდობა.

"დადგა დრო, "მეცის" დიდ ოჯახს დავემშვიდობო. თქვენ ჩემს გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდებით! როგორც ადრე ვთქვი, შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ, ვინც ამ დიდებულ გუნდს უჭერთ მხარს!

მე ვერასოდეს გამოვხატავ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ კლუბს ქმნის. განსაკუთრებული მადლობა კარლო მოლინარისა და ბერნარ სერინს. ასევე, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს და ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომელთა წყალობითაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისწავლე!

ფანებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
თქვენ ამ კლუბის სული ხართ! ამ ქალაქს თქვენი ენთუზიაზმი სჭირდება. თქვენ ხართ ამ ქალაქის გული, მისი DNA.

ამიერიდან, ამ გუნდის პირველი ფანი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ დავიბადე, ისე მიმიღეთ, თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები. თქვენი "მეფე გიორგი", - წერს მიქაუტაძე. 

altმიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟორჟ, შენ მეფობა და ფარაონობა ლიონში ნახე, მთავარია შრომას არ მოუკლო! წარმატებები!!!
სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლაააა
14:23 19-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული