"ბაიერნის" საიტი იტყობინება, რომ დღეს დილით ახალი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით გუნდმა ზებენერშტრასეზე მდებარე ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა.
ვარჯიშში მონაწილეობა ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო, რომელთა შორის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე იყო. ის გასულ სეზონში იჯარის წესით ავსტრიის "ადმირაში" თამაშობდა.
"ბაიერნის" ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს, ჯერ შვებულებაში არიან და გუნდი 22 ივლისს მათ გარეშე გაემგზვრება ბავარიის საკურორტო ქალაქ ტეგერნზეში შეკრებაზე.