ერგემლიძის კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მიხეილი საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას ევროტურნირებზეც იცავდა, ისე კი, აზერბაიჯანსა და ჩრდ. მაკედონიაშიც უთამაშია. იყო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი.
"კირივონგ სოკ სენ ჩეი" გასული სეზონის სპორტული შედეგების მიხედვით პრემიერ ლიგიდან უნდა გავარდნილიყო, თუმცა მომავალ სეზონს ისევ აქ, 10 აგვისტოს დაიწყებს.
დაველოდოთ, ქართველი ფორვარდი კამბოჯის ჩემპიონატში რამდენად შედეგიანი იქნება.
ქართველმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" პირველ გუნდში ივარჯიშა