ქოჩორაშვილის "ლევანტედან" წასვლა გარდაუვალი ჩანს - წინადადებები და ვალენსიური გუნდის ფინანსური კრიზისი

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ლევანტე" ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.

ვალენსიელებმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატეს, მაგრამ ყველა მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა; ბუბა სანგარე "რომას" 2 მილიონად მიჰყიდეს, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ახლა კლუბისთვის ყველაზე მძიმე, მაგრამ მომგებიანი გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა იქნება, რომლის ფასმაც ევრო 2024-ის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა.

ჩვენებური რამდენიმე დღეა დაბრუნდა გუნდში და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. AS-ი აღნიშნავს, რომ ვალენსიელებმა ქართველის სანაცვლოდ რამდენიმე კარგი წინადადება უკვე მიიღეს და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ
ქოჩორაშვილმა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Premierligashi magrad gaqachavs qochora, mebrdzolia prosta autebze gadayras daamugamebineben tashi rom daakvrevinos mayureblebs:D dá imat ki jobia IQ vinc vitomda magaria
Qartveli
01:16 25-07-2024
1
Premierligashi magrad gaqachavs qochora, mebrdzolia prosta autebze gadayras daamugamebineben tashi rom daakvrevinos mayureblebs:D dá imat ki jobia IQ vinc vitomda magaria
Qartveli
01:12 25-07-2024
1

სიახლეები პოპულარული