ქოჩორაშვილის "ლევანტედან" წასვლა გარდაუვალი ჩანს - წინადადებები და ვალენსიური გუნდის ფინანსური კრიზისი

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ლევანტე" ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.

ვალენსიელებმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატეს, მაგრამ ყველა მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა; ბუბა სანგარე "რომას" 2 მილიონად მიჰყიდეს, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ახლა კლუბისთვის ყველაზე მძიმე, მაგრამ მომგებიანი გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა იქნება, რომლის ფასმაც ევრო 2024-ის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა.

ჩვენებური რამდენიმე დღეა დაბრუნდა გუნდში და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. AS-ი აღნიშნავს, რომ ვალენსიელებმა ქართველის სანაცვლოდ რამდენიმე კარგი წინადადება უკვე მიიღეს და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ
ქოჩორაშვილმა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი რა ქოჩორ რაა. არ დარჩე მაგ ლევანტეში, საშუალება მოგვეცი რომელიმე ტოპ ლიგაში გადევნოთ თვალი და დავტკბეთ შენი შემოქმედებით.
დავით მექვაბიშვილი
13:17 24-07-2024
4
ქოჩორა პრიმერაში და კიტე გერმანიის ბუნდესლიგაში,ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი. კიტე უბრალოდ როგორი დაუფასებელი კაცია,საერთოდ არავინ არ ახსენებს,არანაირი სტატია ბიჭზე,რომელიც დაუმარცხებელი ფეხბურთელია,წინა სეზონში შტურმმა 2 თამაში წააგო და არცერთში არ უთამაშია. ნაკრებში სანამ მოედანზე იყო სულ წინ იყო ჩვენი ნაკრები. Mamba Mentality
საქართველო
17:50 24-07-2024
1

სიახლეები პოპულარული