ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებებიდან დაბრუნებულ სხვა ფეხბურთელებთან (ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბონჯორნო, სტანისლავ ლობოტკა, მაიკლ ფოლორუნშო) ერთად "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ჯერ უცნობია, რა პირობებით განაახლებს კვარაცხელია კონტრაქტს და საერთოდ განაახლებს თუ არა, თუმცა სურათებიდან ჩანს, რომ ჩინებულ ხასიათზეა და "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები".
ქართველი დღეს მწვრთნელს, ანტონიო კონტეს შეხვდება და მისი ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშებს. გუნდი კასტელ-დი-სანგროში მეორე შეკრებას დაიწყებს, სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 10 აგვისტოს თასზე "მოდენას" უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს
პირველ ტურში სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.